logo
ENG



ქემოკლიძე: მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება კობახიძის განცხადებაზე

05 ივნ 202115:36
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას თანაპარტიელები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, თებერვალში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის შესახებ, გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი მიხეილ სააკაშვილთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, მმართველ პარტიას ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობიდან მიაწოდეს ჯერ კიდევ თებერვალში.

როგორც პარტიაში საქართველოსთვის ამბობენ, ირაკლი კობახიძემ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მზადაა ფეხქვეშ გათელოს სახელმწიფო ინსტიტუტები და მოატყუოს ამომრჩევლები.

„გუშინ კობახიძემ თქვა, რომ 4 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, ქართული ოცნების ამომრჩეველს, უმალავდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იმ პოლიციელებისა და ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღესაც საქართველოს თავდაცვისა და პოლიციის რიგებში მსახურობენ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი აბსურდული განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას", - აცხადებს კახა ქემოკლიძე.​


close დახურვა